გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტი 2 წლისა და 4 თვის შემდეგ დაკავებულია. მისი პირველი პოზიცია სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულის დაკავების სპეცოპერაცია დღეს დილით ზუგდიდში ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით 2020 წელს ბადრი ესებუამ საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარით ხელში გაუჩინარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში სამძებრო-ოპერატიული სამუშაოები ხორციელდებოდა, ოპოზიცია და საზოგადოება კი ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვდა კითხვებზე: სად იყო და როდის დააკავებდნენ ბრალდებულს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში იმალებოდა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები, იცოდნენ თუ არა ოჯახის წევრებმა ესებუას ადგილსამყოფელი, რას ჰყებიან ადგილობრივები სპეცოპერაციაზე და რა გამოხმაურება მოჰყვა საკითხს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.