მოციგურავე, საქართველოს ნაკრების წევრი, ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა, 14 თებერვალს, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში. ღონისძიება რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე გაიმართება.