თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ია ჭკადუა ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. 50 წლის ქალის ცხედარი ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვმა სირიასა და თურქეთში 11 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 40 000-მდე ადამიანი.