უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აეროპორტში ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა.
Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.
საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით.
გარდა ამისა, ბაკინგემის სასახლემ ახლახან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.