აგრესორი ქვეყნის მორიგი თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის განცხადებით, გასულ 24 საათში ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის ტერიტორიაზე 8 სარაკეტო და 21 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ხარკოვსა, მიკოლაივსა და ხერსონში მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი შენობები დაიბომბა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეტევები რუსული ძალების კონცენტრაციის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე მიიტანეს.