სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის აზრით, ისეთი ძლიერი მიწისძვრები, როგორიც თურქეთში იყო, საქართველოში მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, მკვეთრად გამოხატული სეისმური საფრთხის მქონე ზონებია: კავკასიონის მთავარი ქედი, მისი ცენტრალური ნაწილი, აღმოსავლეთით კახეთის მხარე და ჯავახეთის ზეგანი.
რაც შეეხება დედაქალაქს,სეისმოლოგი მიიჩნევს, რომ თბილისი სეისმურად აქტიური რეგიონი არ არის, თუმცა მჭიდრო დასახლებები და უხარისხო მაღლივი შენობების არსებობა ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის.