2020 წლიდან ძებნილი ბადრი ესებუა ზუგდიდში დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული. დაკავებული ამ დრომდე ქუთაისის საპატიმროში რჩება. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.