ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, შვილთან კონტაქტი მომხდარი ფაქტის შემდეგ არ ჰქონია.
მისი თქმით, ოჯახი, სადაც ბადრი ესებუას დაკავება მოხდა, მათი ნათესავია. მამისთვის გაურკვეველია, რატომ აირჩია მისმა შვილმა თავშესაფრად ომიანე ჯიქიას სახლი.