2022 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. კერძოდ, წლიურად მოსაკრებელი თითქმის 46%-ით არის გაზრდილი.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 2022 წელს, 114 მლნ ლარს აჭარბებს, წინა წლის განმავლობაში კი - 78 მლნ ლარს აღემატებოდა. რაც შეეხება სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესულ თანხას, 2022 წლის ჯამური მონაცემებით, 54 მილიონ 243 ათასი ლარი შეადგინა. წამახალისებელი გათამაშებიდან - 6 მილიონ 336 ათასი ლარი შევიდა ბიუჯეტში. ონლაინ კაზინოებიდან – 15 მილიონს გადააჭარბა. სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ გასულ წელს - 38 მილიონ ლარს მიაღწია. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი - 38 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, 2022 წლის 1 მარტიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, ასევე ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თამაშდამოკიდებულ პირებს აზარტული თამაშების ქართულ სისტემებში თამაშის უფლება ეკრძალებათ.
როგორი ვითარებაა დღეს საქართველოში და არსებობს თუ არა ე,წ. შავი ხვრელები? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე