ბადრი ესებუა ჯიხაშკარში გამთენიისას ნათესავის სახლში აიყვანეს. ოჯახში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილიდან მოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. ბადრი ესებუა, რომელიც 2 წლის განმავლობაში იძებნებოდა, ქუთაისში #2 დაწესებულებაშია გადაყვანილი.