თურქეთსა და სირიაში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 700-ს გადააჭარბა. მოქალაქეების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 6,234 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 500.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თურქეთის პროვინციებში ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებში თურქეთისა და სირიის გარდა ჩართულები არიან - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ისრაელის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, სამხრეთ კორეა 110 მაშველს გზავნის, რომელთაგან 50 სამხედრო პერსონალია.