თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 700-ს გადააჭარბა - Palitra News

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 700-ს გადააჭარბა

2023-02-08 12:15:36+04:00

თურქეთსა და სირიაში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 700-ს გადააჭარბა. მოქალაქეების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 6,234 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 500.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თურქეთის პროვინციებში ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებში თურქეთისა და სირიის გარდა ჩართულები არიან - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ისრაელის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, სამხრეთ კორეა 110 მაშველს გზავნის, რომელთაგან 50 სამხედრო პერსონალია.