შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს - ქვეყნის პრეზიდენტი ამ კითხვას ისევ ღიად ტოვებს და კამერებთან არ ჩანს. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ განცხადებაში სააკაშვილის პატიმრობის გარემოებებს ეხმაურება და ამბობს რომ მსაჯვრდებული პრეზიდენტის გათავისუფლების შემთხვევაში ის შეიძლება ქვეყნის ევროპული მომავლის მოწინააღმდეგედ იქცეს.
ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებასაც შეეხო და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შეახსენა, რომ დისკრეციული უფლების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია.