საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დაძაბული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.
ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით სადებიუტო შეხვედრა გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო. პაკო დოლიძის დუბლით და დავით მარგველაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგო.
მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებიდან კიდევ ერთი გოლი გიგი ჯანაშიამ გაიტანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, გიორგი პარკინაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს და მოლდოვის 19-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 8 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპია.