თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 1 932.
ამასთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
დაახლოებით 380 000-მა ადამიანმა თავი სამთავრობო თავშესაფრებს ან სასტუმროებს შეაფარა, მოქალაქეები განთავსდნენ სავაჭრო ცენტრებში, სტადიონებზე, მეჩეთებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც.