უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა.
შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, სერგეი ლისაკი დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, იური მალაშკო ზაპოროჟიეს ოლქის, ალექსანდრე პროკუდინი კი ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსი კულება კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლა. სხვა განკარგულებით კი მან ის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ დანიშნა.