"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციებს ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება. ხელისუფლების ოპონენტები ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოცხადებულ საპარლამებტო ბოიკოტს არასერიოზულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ პარტია უკვე დიდი ხანია ერთი და იმავე წრეზე ტრიალებს.
აღნიშნავენ იმასაც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციები და ბოიკოტი, რეალურად, არც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოასწორებს და არც საქართველოს დაეხმარება მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში.