„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 8 თებერვალს 17:00 სთ-ზე, იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მისივე თქმით საპროტესტო აქციები იქნება საქართველოს ყველა რაიონში. 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში 13:00 სთ-ზე პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში.