პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ რუსეთში კომუნიზმი დასრულდა, მაგრამ კოლონიალიზმი არ დასრულებულა. მისი თქმით, სხვა ერებზე ბატონობისა და დომინირების თაობაზე რუსეთის ნება არ დასრულებულა. პოლონეთის პრემიერის შეფასებით, რუსეთთან გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ თავისი სული გაყიდა და ახლა საჭიროა ბრძოლა მსოფლიოს ახალი წესრიგისთვის.