უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები დანიშნეს. უკრაინის რადამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვასილი მალიუკი დანიშნა, რომელიც მანამდე ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ასრულებდა. მის კანდიდატურას მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა. გარდა ამისა, დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იგორ კლიმენკო აირჩიეს, რასაც მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა.