საქართველოს მთავრობამ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელები უკან გამოიტანა. ინფორმაციას თავად საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათი განმარტებით, მთავრობამ სარჩელების უკან გაწვევის საკითხზე სასამართლოს 11 იანვარს მიმართა.