უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდენს შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ, ასევე უარი თქვა ექს პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.