ლოს-ანჯელესში გრემის 65-ე დაჯილდოება გაიმართა, ვარსკვლავები, რომლებიც „გრემის“ დაჯილდოებაზე ღელავენ და ემოციური პიკი აქვთ, ან ოცნებობენ ჯილდო მიიღონ, მათგან განსხვავებით ბიონს ნოულზი მშვიდად მიდის დაჯილდოებაზე და უკვე ტრადიციად ქცეულ ჯილდოს გადაცემას ელოდება. რა თქმა უნდა წელსაც ასე მოხდა...
ბიონსემ 32-ე გრემი მოიპოვა და კვლავ რეკორდსმენი გახდა, მომღერალი 11 ნომინაციაში იყო დასახელებული, რომელთა შორის ოთხში გაიმარჯვა და პირველი მომღერალი გახდა, რომელსაც გრემის რეკორდული რაოდენობა 32 ჯილდო აქვს.
ვარსკვლავმა 2023 წლის გრემის ჯილდოები წლის საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულებისთვის (Plastic Off The Sofa), წლის საუკეთესო ცეკვისა და ელექტრონული ჩანაწერისთვის (Break My Soul), საუკეთესო R&B სიმღერისთვის (Cuff It) და ასევე პირველი შავკანიანი ქალია რომელმაც ნომინაციაში წლის საუკეთესო ცეკვისა და ელექტრონული ალბომისთვის (Renaissance) ჯილდო მიიღო.
ბიონსეს გრემი ჯეიმს გორდონმა გადასცა და აღნიშნა, რომ ეამაყებოდა, ამ ისტორიული მომენტის ნაწილი თვითონაც რომ გახდა. სიტყვით გამოსვლის დროს მომღერალმა ოჯახის წევრებსა და ღმერთს გადაუხადა მადლობა დაცვისა და სიყვარულისთვის.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ბევრი მუსიკოსი გრემის უსამართლო და კორუმპირებულ დაჯილდოებად მიიჩნევს და არ ღებულობს მასაში მონაწილეობას, ეს საკითხი გრემის გარშემო, ბოლო რამდენიმე წელია მწიფდება.
წლის საუკეთესო ჩანაწერი კატეგორიაში გაიმარჯვა ლიზომ სიმღერით About Damn Time. დაჯილდოების ცერემონიაზე სამადლობელ სიტყვაში ლიზომ ბიონსეს საუკუნის ხელოვანი უწოდა და თქვა რომ მისი ცხოვრება ბიონსემ შეცვალა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მე5 კლასში, სკოლა გააცდინა, მის კონცერტს რომ დასწრებოდა, მან თავისი სიმღერებით ისეთი შეგრძნება მოჰგვარა, მოუნდა, მსგავსი ბედნიერება მასაც მიენიჭებინა თავისი მსმენელისთვის.
კატეგორიაში წლის საუკეთესო პოპ დუეტი / ჯგუფის შესრულება კიმ პეტრასმა და სემ სმიტმა გაიმარჯვეს სიმღერისთვის Unholy. ამასთანავე, კიმ პეტრასი პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც გრემი 2023-ზე საუკეთესო პოპ დუეტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარკვა ჰარი სთაილსმა .
წლის საუკეთესო სიმღერა
ბონი რეიტი — Just Like That
წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელი სამარა ჯოი