მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი (228 ერთეული) 1956 წელს დაფიქსირდა და ის იმ დროისთვის 10 წლის ამერიკელ მერილინ ვოს სავანტს ეკუთვნის.
სავანტი ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ-ს მფლობელის სახელით შევიდა.
როდესაც სრულწლოვანი გახდა, მერილინმა ბავშვობის ტესტის მსგავსი ტესტი ჩააბარა და 224 ერთეული შედეგი აჩვენა.
შედარებისთვის, ინგლისელი ასტროფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის ინტელექტის კოეფიციენტი 160-ია, ხოლო ილონ მასკის - 155.
მამის მხრიდან მერილინი ცნობილი ფიზიკოსისა და ავსტრიელი ფილოსოფოსის ერნსტ მახის შთამომავალია, თუმცა თავად უმაღლესი განათლება არ მიუღია - ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა ოჯახის დასახმარებლად სწავლა შეწყვიტა.
მერილინის ქმარი მეცნიერი რობერტ ჯარვიკია - ადამიანი, რომელმაც ხელოვნური გული შექმნა. მისი IQ 180 ერთეულია. მერილინის ვაჟის IQ კი 164 ერთეული.
ოჯახი ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს. მერლინი კომპანია Jarvik Heart-ის ფინანსური დირექტორია - ეს ინსტიტუტი გულის დაავადებებს იკვლევს.
მერლინის თქმით, ინტელექტის 40-60% მემკვიდრეობით გადადის. გარდა ამისა, სწორი კვების საშუალებით მისი გაზრდა საშუალოდ 20%-ით არის შესაძლებელი.
„მე გენიოსად და ინტელექტუალად მიმიჩნევენ, რადგან მოვლენებს ცივად, ობიექტური თვალით ვაფასებ. მხატვრობა, ქანდაკება და ვიზუალური ხელოვნების სხვა დარგები არა შემოქმედება, არამედ ემოციების გამოხატვაა, მათ არაფერი აქვთ საერთო ინტელექტთან“ - ამბობს მერილინი. მისი აზრით, დისციპლინები, რომლებიც ინტელექტს უკავშირდება, მათემატიკა და ბირთვული ფიზიკაა.
მაღალი IQ -ის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა მეთოდი სხვადასხვა შედეგს იძლევა. სტენფორდ-ბინეს ტესტის მიხედვით მერილინის IQ 228 ერთეულია, ამავე დროს, ეგრეთ წოდებული, IQ მეგა ტესტის მიხედვით კი მხოლოდ 186 ერთეული. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ტესტებს განსხვავებული მასშტაბები აქვს. პირველი აჩვენებს IQ-ს აბსოლუტურ მნიშვნელობას, ხოლო მეორე - საშუალო მაჩვენებლიდან გადახრას.