ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი ეგზოპლანეტა, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასახლებული იყოს და დედამიწიდან 31 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს. ამი შესახებ გამოცემა ScienceAlert-ი წერს.
პლანეტა, რომელსაც Wolf 1069 b ჰქვია, მდებარეობს საკუთარი ვარსკვლავის დასახლებულ ზონაში - ეს არის სივრცე, სადაც შექმნილია ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის საჭირო პირობები. ასეთ პლანეტაზე თეორიულად სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს.
მეცნიერების განხცადებით, პლანეტა საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 15,6 დღეს ანდომებს. მასსა და ვარსკვლავს შორის არსებული მანძილი მზესა და დედამიწას შორის არსებულ მანძილთან შედარებით 15-ჯერ ნაკლებია.