ანაზღაურების სანაცვლოდ, რუსეთიდან გადმორიცხული ფულის განაღდება უკანონოა. „საბანკო ასოციაცია" მოქალაქეებს საქართველოში ლიცენზირებული ბანკების სახელით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და შესაძლოა, კონკრეტული პირის ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.