ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილება მიიღო.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს უკიდურესად იმედგაცრუებული გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ისინი სრულად არიან პასუხისმგებელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.