საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისის ხელმძღვანელ ქათი ვიდალს შეხვდა, რომელიც ამავდროულად აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა USPTO-ს სათავო ოფისში, ალექსანდრიაში (აშშ, ვირჯინიის შტატი) გაიმართა.