თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა. სტიქიის გამო დაზარალებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი დახმარების 25 000-მდე თანამშრომელი მუშაობს. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას განმეორებით 200-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში 7-დ დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა თურქეთსა და სირიას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.