ზეთი, შაქარი, ფქვილი, მარილი, ბრინჯი, მაკარონი და წიწიბურა - გასული წლის განმავლობაში პირველად მოხმარების ეს პროდუქტები საქართველოში მინიმუმ 30% და მაქსიმუმ 90%-იანი ფასნამატით იყიდებოდა.
პრემიერს თუ დავუჯერებთ, ის რაც ჩვენ ინფლაცია გვეგონა, თურმე იმპორტიორების გაზრდილი მადა და მეტი მოგების მიღების სურვილი ყოფილა. ფასების შესამცირებლად ეკონომიკურ გუნდს ორ კვირიანი ვადა აქვს, მოსახლეობას კი მოლოდინი, რომ ორი კვირის შემდეგ ფასები დაიკლებს.
თუმცა, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ იმპორტიორები არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და მოსახლეობას პროდუქტებს კატასტროფულად უძვირებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ რაც შეიძლება მეტი მოგება მიეღოთ, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?
თემაზე სასაუბროდ გადაცემა "საქმის" სტუმარია ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი