მიგრანტების ეფექტის გამო, თბილისში უძრავი ქონების დაქირავება დოლარში ორჯერ გაძვირდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, მიგრანტების ეფექტის გამო, გასული წლის დელემბერში უძრავ ქონებაზე ქირის ფასი დოლარში 112%-ით, ხოლო ლარში 83,9%-ით გაიზარდა. დეკემბერში ეს ზრდა დაფიქსირდა იმ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სანამ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს დაიწყებდა.
კვლევის ავტორთა ცნობით, ამავე პერიოდში შედარებით ნელი ტემპით, თუმცა ასევე გაიზარდა უძრავი ქონების ყიდვის ფასიც. კერძოდ, უძრავი ქონების ღირებულება ლარში 11.2%-ით, ხოლო დოლარში 28.3%-ით გაიზარდა.