2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 მილიონ 741 ათას 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - დაახლოებით 130 მილიონი ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. 2019-ში კი ეს მაჩვენებელი 206 მილიონ ლარს აჭარბებდა.