თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. როგორც თურქეთში საქართველოს ელჩი ამბობს, ათეულობით საქართველოს მოქალაქე უკვე ნაპოვნია. გიორგი ჯანჯღავა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად კონტაქტზე იყვნენ საელჩოსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.