აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის ჩამოგდება ჩინეთისთვის მკაცრი გაფრთხილება იყო.
მისივე თქმით, საფრენი აპარატი ამერიკის სამხედრო ობიექტებს უთვალთვალებდა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება.
„ჩვენ ჩინეთს ნათლად ვუთხარით, რას ვაპირებთ. მათ კარგად ესმით ჩვენი პოზიცია და გაიაზრეს თუ რა მოჰყვება მსგავს ნაბიჯებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს არ ნიშნავს ჩვენ გაძლიერებას ან დასუსტებას, ეს უბრალოდ რეალობაა”, - განაცხადა ბაიდენმა.