უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკისკენაა მიმართულებით და მტერი შეტევითი ოპერაციებით წინასვლის მიღწევას ცდილობს.
უწყების ცნობით, უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები გადაჯგუფებას ცდილობენ, რათა ახალი შეტევები წამოიწყონ.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა 6 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა განახორციელა.