პოლონეთი მზადაა სამკურნალოდ მიიღოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და აგროვებს ხელმოწერებს ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლებისადმი შესაბამისი მიმართვისთვის. ამის შესახებ „პოლონური რადიო“ იუწყება.
პოლონეთის მიერ ინიცირებული წერილი თბილისის ხელისუფლებას ევროკავშირის სამიტამდე ხუთშაბათს უნდა გაეგზავნოს.
კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ სააკაშვილი მკურნალობის პერიოდში, ევროკავშირში ყოფნისას, არ დაკავდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობით.
„თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, მისი სიკვდილი ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან“ , - ნათქვამია „პოლონეთის რადიოს“ ინფორმაციაში.
იანვარში პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას ითხოვდა.