პრემიერ ლიგის ასოციაციამ "მანჩესტერ სიტის" ფინანსური Fair Play-ის დარღვევების გამო ბრალდება წაუყენა და შესაძლოა "ქალაქელებს" სატურნირო ცხრილში ქულები ჩამოაკლონ, ან უმაღლესი დივიზიონიდან დააქვეითონ.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება 4 წლის წინ დაიწყო. BBC-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ფინანსური მაქინაციები არამხოლოდ ერთ წელს, არამედ ათვლას 2009/2010 წლების სეზონიდან იწყებს.
The Times-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას გუნდი გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს.
"მანჩესტერ სიტი" ვერ გაასაჩივრებს პრემეირლიგის მიერ წარდგენილ რაიმენაირ სანქციებს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, ისე როგორც ეს UEFA-სთან მიმართებაში გააკეთა. "სიტის" შესაძლოა ქულებიმოაკლონ, ან თუნდაც ლიგიდან დააქვეითონ, იმ შემთხვევაში, თუ 100 წაყენებული ბრალდებიდან, 50-ში მაინც დამნაშავეთ სცნობენ" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ქალაქელები" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ და გათამაშების ლიდერს "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩებიან.