საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ გასვლაზე „ამიენი“ 2:0 დაამარცხა და ლიგა 1-ში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
ქართველმა თავდამსხმელმა სტუმრები 55-ე წუთზე პენალტით დააწინაურა - ის 11 გატანილი გოლით ჯოშუა მაჯასთან ერთად ჩემპიონატის ბომბარდირია. მე-80 წუთზე კი მიქაუტაძემ ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა და არტურ ატამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი 89-ე წუთზე შეცვალეს.
ცნობისთვის, „მეცი“ 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 თებერვალს „კანს“ უმასპინძლებს.