თურქეთში მიწისვრის შემდეგ "ჰათაისპორის" მწვრთნელმა ვოლკან დემირელმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა და ლაპარაკისას ცრემლები ვერ შეიკავა.
"ჰატაიში ყველანი კვდებიან. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, აქ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ვლოცულობ, რომ თქვენ ჩვენ ყველა შესაძლო დახმარება გამოგვიგზავნოთ“.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებში ასევე მოყოლილია "ჰათაისპორში" საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, განელი ლეგიონერი კრისტიან ატსუ და კლუბის სპორტული დირექტორი თანერ სავუტი. კრისტიან ატსუ ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს და ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
ნანგრევებიდან ასევე ამოიყვანეს ამავე გუნდის სამი ფეხბურთელი - ბურაკ ოკსიუზი, ბერგუტ ილდირიმი და კერიმ ალიჯი, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბის წევრები ეკრემ ეკშიოღლუ და ოსმან ატეში. საბედნიეროდ ლობჟანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.