Setanta Sports-თან ინტერვიუს მსვლელობისას UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა საკუთარ გულშემატკივარს საქართველოს ტატუ აჩვენა, რომელიც გულთან ახლოს დაიხატა. ქართველმა მებრძოლმა საქართველოს რუკა და დროშა მკერდზე მას შემდეგ ამოისვირინგა, რაც ბრძოლისას ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენება აეკრძალა.
შეგახსენებთ, შემდეგ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი 11 მარტს რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება.