ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად მიიწვია, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი, ბარენდ ლეიტსი „ტვიტერში“ წერს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, – წერს ლეიტსი.
მისი თქმით, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი.