თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.
თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა. ვიცე-პრეზიდენტ, ფუათ ოტქაის ინფორმაციით, მაშველებმა შენობების ნანგრევებიდან 7840 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ძ
ლიერი მიწისძვრა იყო სირიაშიც, სტიქიას ამ დროის მონაცემებით 1444 ადამიანი ემსხვერპლა. შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. მისი თქმით, მაშველები ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული შენობებიდან გადარჩენილების ამოსაყვანად.