კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გამართა.
Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის თემატიკა ფესვები იყო, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა შეექმნათ.
გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცათ.