თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ. სხდომას და განჩინების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ დასწრებია.
მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების გამოცხადებას პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის სასამართლოს შენობაში შეხლა-შემოხლა მოხდა. ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშიც.