მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან რეგიონეში პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ხვალ ყველას დედაქალაქში ელოდება.
"ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. მივმართავ რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს, ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე დაიგეგმება მათთან ერთად რეგიონებსა და რაიონებში აქტივობები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.