ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ არის ევროპული გზა, არამედ ეს არის სასიკვდილო განაჩენი.
„თბილისის, საქართველოს, სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა მძიმედ ავადმყოფი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ. ეს არ არის ევროპული გზა, არამედ სასიკვდილო განაჩენი ოპონენტისთვის”,- წერს ის.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.