საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვერაფერი გატეხს და ახლა „გაბრაზების და ბრძოლის“ დროა.
შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე“ გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ სასჯელის გადავადების შესახებ მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“,- წერს სააკაშვილი.