მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მოწვეულები იყვნენ, კანდიდატები რომელებსაც წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მოწვეული იყო 8 კანდიდატი.