სურსათისა და ნავთობის მაღალი ფასების დარეგულირება, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები - ეს ის საკითხებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისრტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას შესაბამისი ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში სურსათისა და ნავთობის ფასების მიმართულებით პრობლემების გადაჭრის გზებს შეიმუშავებს. მან ამისთვის ფინანსთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტებს 2 კვირიანი ვადა მისცა.