პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება. ქცევის წესებს საპარლამენტო ჟურნალისტებისათვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკუთარი ბრძანებით დააწესებს, რომელიც დღეს გამოიცემა. ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია. როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემა, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს.